ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ხაშურელი ჯარისკაცი დაიღუპა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 30 წლის ჯარისკაცი გარდაიცვალა. მამუკა ხაზარიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყიდან არის. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხაშურის საკრებულოს წევრს, ვაყის მაჟორიტარ დეპუტატს დაუკავშირდა. "არ ვიცით რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, გუშინ ოჯახს დაურეკეს და უთხრეს, რომ ცუდად იყო. 20 წუთში ისევ დაურეკეს და აცნობეს, რომ ჯარისკაცი გარდაიცვალა. ოჯახი ვაზიანის სამხედრო ბაზაზეა წასული." - ამბობს დავით მეტრეველი.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. "სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმიურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს."-ნათქვამია თავდაწცვის სამინისტროს განცხადებაში.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები