უხვმა ნალექმა ქარელის 10-მდე სოფელში პრობლემები შექმნა
ქარელის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა 10-მდე სოფელი დააზარალა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერმა, ზაზა გულიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოწვია, შედეგად კი, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ასევე სასოფლო სამეურნეო სავარგულები და ხილის ბაღები.
"წუხელ უხვი ძლიერი წვიმა იყო და ზარალი საკმაოდ დიდია. ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ადგილზე მუშაობს. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ არ ვიცით. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა თანხა, რითაც დავეხმარებით დაზარალებულებს, რომელთა საცხობრებელი სახლები დაზიანდა. ამ დროისთვის ვიცით, რომ სოფელ სასირეთში სახლის კედელია ჩამონგრეული. რაც შეეხება სასოფლო სავარგულებს, მოსახლეობას ზარალს ვერ ავუნაზღაურებთ." -ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.


ფოტო: რუსთავი 2 


 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები