საქართველო 100 000 დოზა წითელა-წითურას ვაქცინას შეიძენს თურქეთში გასაგზავნად
საქართველოს ხელისუფლება თურქეთს 100 000 დოზა ვაქცინას დაუბრუნებს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაცია ნებართვას შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს.

ახალი ვაქცინის შესაძენად დაახლოებით 500 000 ევრო დაიხარჯება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკიდან ვაქცინები 2019 წლის დასაწყისში შემოიტანეს.

,,ვაქცინები, მწარმოებელი კომპანიიდან პირდაპირ თურქეთის რესპუბლიკის ანკარის სავაქცინე მაცივრებში, ცივი ჯაჭვის პრინციპების დაცვით, გადაიგზავნება. ვაქცინა რეგისტრირებული უნდა იყოს თურქეთის რესპუბლიკაში და დაშვებული ამ ბაზარზე. ამასთან მიწოდებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნას თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნები და ადგილობრივი კანონმდებლობა." - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები