გორის მაჟორიტარი: ,,პოლიციელებმა კანონი და ეთიკა უნდა დაცვან"
გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე qartli.ge-ს რედაქტორის, საბა წიწიკაშვილისთვის პოლიცილების მიერ პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს ეხმაურება. პარლამენტარი აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ საქმის კურსშია და თვლის, რომ ფაქტს სამართლებრივი სახე უნდა მიეცეს.

"მომხდარის შესახებ ვიცი, ცხადია ფაქტს უარყოფითად ვაფასებ. პოლიციელებმა კანონი და ეთიკა უნდა დაცვან. ასევე, უნდა მოხდეს საქმის შესწავლა-გამოძიება და დადასტურების შემთხვევაში, სამართალდამცველები უნდა დაისაჯნონ." - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

საბა წიწიკაშვილს პოლიციელებმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი მიმდინარე წლის 10 ივნისს, ცენტრაურ მაგისტრალზე მაშინ შეუშალეს, როდესაც ის, იმ ავტოსაგზაო შემთხვევის გაშუქებას ცდილობდა, რომელშიც პოლიციის მანქანა ფიგურირებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები