სეტყვა კასპის მუნიციპალიტეტში (Phtoto)
სეტყვამ კასპის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი დააზარალა. დასეტყვილია ლამისყანას ნაწილი, ხვითი და თვაურები.

სეტყვის ამსახველი ფოტო qartli.ge-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა გაუგზავნა. კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი აცხადებს, რომ ძლიერი ნალექი ლამისყანას თემში შემავალ სოფლებში მოვიდა.

"სეტყვა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა. საერთო ჯამში დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, განადგურებულია სასოფლო სავარგულები და ვენახი. აქ მცხოვრები მოსახლეობა ძუირითადად მეღვინეობას მისდევს. მოსავალი დიდი ნაწილი განადგურებულია. მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც ამ წუთებშიც მუშაობს. ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი დავეხმარებით თუ არა დაზარალებულ მსოახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან" - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები