თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან,
არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს.
აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი,
700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა
დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს
გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო
ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის
წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ბირჟის და საბანკო სექტორის
ისტორიაში. ევრო ობლიგაციების ადგილობრივი განთავსება ხელს
შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს უმსხვილესი ბანკი, პირველად, თიბისის
ისტორიაში ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზარზე განთავსებას
განახორციელებს. თიბისის მიერ მოზიდული 300 მილიონი აშშ დოლარი
ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მოხმარდება და ხელს
შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მზარდ ტემპს“, -
განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ
ბუცხრიკიძემ.
აღნიშნული ტრანზაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს
წამყვანი საინვესტიციო ბანკები: J.P. Morgan, Renaissance
Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ
კომპანია - თიბისი კაპიტალთან ერთად. Baker & McKenzie
და Dentons Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი
ბანკის იურიდიულ მრჩევლები, ხოლო LATHAM & WATKINS და BGI
Advisory Services Georgia ორგანიზატორი ბანკების
ინტერესებსწარმოადგენენ.
სტატიის გამოყენების პირობები