მოხდა თუ არა გურამიშვილის ქუჩიდან პოლიციის მანქანის გატაცება
დღეს, სახაზინო ადვოკატი ქეთევან გაგოევი გორის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. გადაწყვეტილება 17-წლის მოზარდის პატიმრობას ეხება. პოლიციის მანქანის გატაცებაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სახაზინო ადვოკატის, ქეთევან გაგოევის თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

მისი თქმით, გაურკვეველია, თუ რომელი ქუჩიდან მოხდა ავტომანქანის გატაცება. ამ გაურკვევლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ პოლიციას ვიდეოჩანაწერები საქმეში მტკიცებულებების სახით არ წადუგენია. ჩვენ მას რამდენიმე კითხვა დავუსვით:

- არის თუ არა საქმეში ვიდეო მტკიცებულებები წარმოდგენილი?


საქმეში ვიდეო მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროებ.

- საქმის მასალებში ექსპერტიზის დასკვნა თუ დევს?

ექსპერტიზები დანიშნულია, თუმცა ჯერ დასკვნა არ გვაქვს.

- როგორია ალკოტესტის შედეგი, რომელიც ჩატარდა?

ალკოტესტზე შემოწმებულია, მაგრამ თრობა არ დაუდგინდა.

- ბრალდებულმა პროცესზე რამე თუ თქვა?

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, თავს დამნაშავედ არ სცნობს.

- ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანმა მანქანა გაიტაცა და რამდენიმე კილომეტრი გაიარა და შემდეგ ამობრუნდა, არავინ მისდევდა მანქანას უკან? ამაზე არაფერი უთქვამს ბრალდების მხარეს?
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან საუბარი კონფიდენციალურია და ამას მე ვერ მოგახსენებთ, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს, გაირკვევა და ყველაფერს აუცილებლად გაეცემა პასუხი.

- რა მასალების მოპოვებას აპირებთ დამატებით?

დაცვის მხარე ბრალდების მხარეს ნამდვილად არ დაეთანხმა. მოითხოვა რომ მოსამართლეს არ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე, რაც არ დაკმაყოფილდა და ჩვენ დაცვის მხარე ამას ალბათ გავასაჩივრებთ ხვალისთვის აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დაცვის მხარის სტრატეგიას მე შევათანხმებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შევარჩევთ მისთვის უკეთეს სტრატეგიას. დაცვის მხარე გამოკითხვას ან მოიძიება მოწმეებს და ჩაატარებს სხვადასხვა მოქმედებებს რაც საჭირო იქნება.

- პოლიციის მანქანა საიდან გაიტაცეს?

ამას ვერ გეტყვით.

- ვერ გვეტყვით რატომ? არ იცით?

არა, საქმის მასალებზე მე ვერ ვისაუბრებ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები