ახალი ამბები
გორის ,,მაგნიტში" ორგანიზებულ ჯგუფს ეძებენ, რომელსაც თანხის მითვისებაში ედება ბრალი
მაღაზიების ქსელი "მაგნიტი" ყოფილ თანამშრომელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის. საუბარია გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე მდებარე მაღაზია "მაგნიტის" მენეჯერზე, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცია. ის, სამსახურში ერთ კვირაზე მეტია აღარ გამოჩენილა. კომპანია "მაგნიტის" მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უდასტურებს, რომ დავა ნამდვილად აქვთ აღნიშნული ფილიალის მენეჯერთან, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ.
"გიდასტურებთ, რომ გვაქვს კონკრეტულ მენეჯერთან დავა. კონკრეტული დაღღვევა დაფიქსირდა და დაახლოებით ერთი კვირის წინ მივმართეთ შიანაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგი თანამშრომელი იყო და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჩვენთან. გამოძიების ინერესებიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს გეტყვით." -აცხადებს "მაგნიტის" მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს. რაც გულისხმობს მითვისებას და გაფლავნგვას წინასწარი შეთანხმებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები