ახალი ამბები
გორში Nova Societas–ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
გორის მთავარ ბიბლიოთეკაში, 14 ივნისს, 16:30 საათზე Nova Societas–ის კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას პროფესორი ემზარ ჯგერენაია, პროფესორი თორნიკე შარაშენიძე, ირაკლი ირემაძე და გიორგი კეკელიძე წარადგენენ. "Nova Societas–ის წარმომადგენლებმა მეოცე საუკუნის პირველი მეხუთედის დოკუმენტები დაამუშავეს და გამოიკვეთა რომ დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების ხედვები და იდეები იმდროინდელი ევროპის პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების იდენტური იყო.

დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლები საუბრობდნენ ერთ ენაზე მეოცე საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპის პოლიტიკურსა და ინტელექტუალურ ლიდერებთან. სამწუხაროდ, 1921 წლის ოკუპაციამ და, რაც მთავარია, წითელმა ტერორმა, შეაჩერა საქართველოს ევროპული მეოცე საუკუნე."-წერია კვლევაში.

კვლევის პრეზენტაცია გორის შემდეგ თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება. ორგანიზაცია 2018 წლის ზაფხულიდან იკვლევს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918–1921 წლების ურთიერთობას ევროპასთან და, ზოგადად, მის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. დამფუძნებლები არიან: გიორგი საბანაძე, ემზარ ჯგერენაია, გიორგი კეკელიძე, გიორგი კილაძე, კაკი კენჭოშვილი. ორგანიზაციის დირექტორია ნინო დარსაველიძე. Nova Societas–ის ახორციელებს საგანმანათლებლოსა და კვლევით პროექტებს.

ბოლო რამდენიმე წელია იკვლევს ევროპისადმი დამოკიდებულებას საქართველოში მეცხრამეტე საუკუნეში და მეოცე საუკუნის დასაწყისში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები