ავარიის შედეგად დაშავებულ 8 ადამიანს შორის ორსული ქალი და 2 წლის ბავშვია
გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალში და კლინიკა "გორმედში" მოათავსეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ხუთი პაციენტი ჰოსპიტალში, სამი კი, გორმედში შეიყვანა.

"გორმედში" მოთავსებული პაციენტებიდან ორსული ქალი და მისი 2 წლის შვილია. "მათ ამბულატორიული დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ ბინაზე" - გვითხრეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ასევე აცხადებენ, რომ რეანიმაციაში ერთი ადამიანი მოათავსეს, ორს კი სხვადასხვა დაზიანებები აქვს და გამოკვლევები უტარდებათ.

რაც შეეხება ჰოსპიტალს, აქ 14 წლის მოზარდია შეყვანილი, რომელსაც ამბულატორიული კვლევები ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ქიწნისის გადასახვევთან დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს მინივენი და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯა. შემთხვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები