„ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორებს მითითებები გორის მერის მოადგილემ მისცა
„რეგიონ ფეშენ ვიკის“ ორგანიზატორებს გორის მერის მოადგილემ რეკომენდაციები მისცა. ეკა სუხიშვილი შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრთან საუბრისას აცხადებს, რომ სწორედ მისი იდეაა, ჩვენებები გაიმართოს საოკუპაციო ხაზთან, გორისციხეზე და ქალაქის მთავარ მოედანზე.

„მე კარგი წინადადებები შევთავაზე ორგანიზატორებს, სად უნდა გაემართათ, როგორ უნდა გამოსულიყვნენ. ხომ იცით, ამ სფეროში კარგად ვერკვევი, ისიც კი მითხრეს ხომ არ მუშაობდი სამოდელო სფეროშიო? დიდი გამოცდილება გქონიათო. ხურველათი შევთავაზე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორია. მოდების ჩვენება მავთულხლართებთან საინტერესო და სანახაობრივი იქნება. ასევე ერთი დღე ტრადიციული სამოსის ჩვენება გორის ციხეზეც გაიმართება. გრანდიოზული ცერემონია ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება. კვირეული 3 დღიანია“ - ამბობს გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი.

ცნობისთვის, გორში 20 - 21 და 22 ივლისს ,,პროექტი რეგიონ ფეშენ ვიკი” გაიმართება. სოსო კავკავაშვილის თქმით, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია, პროექტში 15 ქართველი და 5 უცხოელი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები