რუისის მოსახლეობა ავტობანის გადაკეტვით იმუქრება
სოფელ რუისთან მოვაჭრეები აქციას მართავენ. როგორც qartli.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პროტესტის მიზეზი გარევაჭრობის აკრძალვაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ დღეს დილით საპატრულო პოლიციამ გაფრთხილება კიდევ ერთხელ მისცა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა და შეთავაზებული ალტერნატიული ფართი მათთვის მიუღებელია. ამბობენ, რომ აგრობაზარი, რომელიც სამი წლის წინ აშენდა, მიუდგომელია და მყიდველი არ მიდის.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათი მოთხოვნები გაითვალისწინონ და გარევაჭრობის ნებართვა მისცენ. იმ შემთხვევაში თუ პროტესტი შედეგს არ გამოიღებს, რუისელები ავტომაგისტრალის გადაკეტვას გეგმავენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები