თუთუნის ქურდობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკვეს
ხაშურის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2000 წელს დაბადებული გ.ღ. და 1999 წელს დაბადებული ა.კ. ცხელ კვალზე დააკავა. როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შსს პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრალდებულებმა ქალაქ ხაშურში, მ. კოსტავას ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან სხვადასხვა სახეობის თუთუნი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, გ.ღ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი თუთუნი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები