გორის მერია სამმა თანამშრომელმა დატოვა
მერიის სამი თანამშრომლის სამსახურიდან წასვლის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, სამივე თანამშრომელი საკუთარი სურვილით წავიდა.

თანამდებობები დატოვეს: ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა, მეორადი სტრუქტურული ერთეულის შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა და მერის წარმომადგენელმა ჭალა-წყაროსუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,სამივე მათგანი სხვადასხვა სამსახურში გადავიდა. მე არავინ გამითავისუფლებია და ვერც გავათავისუფლებდი. ყველა კონკურსის წესით იყო დანიშნული."-აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ასევე ამბობს, რომ ვაკანტურ ადგილზებზე კონკურსი უკვე გამოაცხადა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები