უბიუჯეტო (ა) აიპი გორში და რეორგანიზაცია, რომელიც საკრებულომ მოიწონა
(ა) აიპ გორის სპორტის სასახლის და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შერწყმა მოხდა. საკრებულომ (ა) აიპების რეორგანიზაციის შესახებ ნებართვისთვის მერიისაგან მიღებული დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე დადებითად გადაწყვიტა.

მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, გორის სპორტის სასახლე 2018 წლის მაისში დარეგისტრიდა, დირექტორად კი, ბორის გოგიჩაიშვილი დანიშნა. (ა) აიპს ერთწლიანი არსებობის მანძილზე დაფინანსება არ ჰქონია და არც თანამშრომლები ჰყავდა.

"ეს (ა) აიპი იმიტომ დავაფუძნეთ, რომ საქმე წინ წაგვევგდო. როდესაც სპორტის სასახლე გაიხსნებოდა და გადმოგვეცემოდა, ამას მართვა უნდოდა. რადგან სპორტის სასახლის დასრულება ჯერ ვერ მოხდა გადავწყვიტეთ, რომ აიპები გავაერთიანოთ." - ამბობს კოტე თავზარაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები