სოფელ სობისში 2-წლის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც დაძრულ მანქანასთან ახლოს თამაშობდა
სოფელ სობისში 2-წლის ბიჭი გარდაიცვალა, რომელიც დაძრულ მანქანასთან ახლოს იჯდა. შემთხვევა დღეს დაახლოებით 13 საათზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი იმ მანქანის სიახლოვეს თამაშობდა, რომელიც მამამისმა დაძრა და შემდეგ შემთხვევით  ბავშვს დაეჯახა.

მამა და ორი შვილი მიწის ნაკვეთში იმყოფებოდნენ. ტრაგედია ნაკვეთიდან უკან დაბრუნებისას მოხდა..

,,გორმედის" წარმომადგენლის ცნობით, ბავშვი საავამდყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები