ახალი ამბები
გორის სოფლებში საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელბში საზაფხულო ბაღები არ იმუშავებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოს დირექტორმა ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.

კოვზიაშვილი ამბობს, რომ 3 საზაფხულო ბაღი 26 ივლისიდან 6 სექტემბრამდე მხოლოდ გორში იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაცია 10 ივლისიდან უნდა გაიარონ.

„ერთ სოფელში რომ გავხსნათ, ეგრე ვერ გამოვა, მაშინ სხვაგანაც უნდა გავხსნათ. საზაფხულო ბაღები გაიხსნება კომბინატის მე-9, წმინდაწყალის მე-4 და ქალაქის მე-14 საბავშვო ბაღებში. სპეციალურად დიდი ბაღები შევარჩიეთ იმისთვის, რომ ყველა ბავშვის მიღება შევძლოთ. სკოლამდელი აღზრდის გარეშე ზაფხულში არავინ დარჩება, ვინც მოვა ყველას მივიღებთ.“ - ამბობს ლია კოვზიაშვილი qartli.ge-სთან საუბრისას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები