ავტობანზე მოძრავ მსუბუქი ავტომანქანის ძრავას ცეცხლი გაუჩნდა
ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი აალდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ხურვალეთთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილს ძრავში ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც მძღოლმა სამაშველო სამსახური გამოიძახა. „მანქანის წინა ნაწილი მთლიანად დაიწვა, დაშავებული არავინ არის. ცეცხლი ლიკვიდირებულკია უკვე.“ - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები