ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში ახალი მაცივრების შეტანა გვიანდება
გორის საბავშვო ბაღებში ახალი მაცივრების შეტანა გვიანდება. ამის მიზეზი ორ მიმწოდებელ კომპანიას შორის წარმოშობილი დავაა.

ინდმეწარმე თათია კაჭკაჭიშვილი ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ბაღების სააგენტომ კაჭკაჭიშვილს დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო უპირატესობა კომპანია Gs მიანიჭა.

ბაღების სააგენტოს დირექტორი აცხადებს რომ საბავშვო ბაღებში მაცივრების რაოდენობა არ ჰყოფნით. ახალი მაცივარი ივნისის დასაწყისში უნდა შეძენილიყო, თუმცა კაჭკაჭიშვილის საჩივარმა პროცესი შეაჩერა. ინდმეწარმე საჩივარში აცხადებს რომ სატენდერო კომისიამ უსამართლოდ იმოქმედა და ითხოვს ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ინდმეწარმე თათია კაჭკაჭაშვილის დისკვალიფიკაცის მიზეზებს ბაღების სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი განმარტავს.

„ვერ წარმოუდგინა ინდ. მეწარმე თათია კაჭკაჭიშვილმა შესაბამისი დოკუმენტაცია და დისკვალიფიკაცია მივეცით. ეს ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო ნივთებს, ჩვენ რიგ ბაღებვში არ გვყოფნიდა მაცივრები და ამის გამო ვიყიდეთ.“ - განაცხადა კოვზიაშვილმა.

მეწარმემ qartli.ge-ს უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტარს გააკეთებდა, თუმცა, სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია რომ 5 ივნისიდან დღემდე კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები