როდის აღუდგება სასმელი წყლის მიწოდება ხიდისთავის ნაწილს
ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბნის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მიწოდება შეზღუდული აქვთ. როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა აცნობეს, 200-მდე ოჯახს წყლის მიწოდება ერთი კვირის წინ შეუწყდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა, გიორგი ბარჯაძე აცხადებს, რომ პრობლემა უახლეს საათებში აღმოიფხვრება.
„ერთი კვირა კი არა, სამი დღეა რაც წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას. გაფრთხილებულები იყვნენ სამუშაოებს ვაწარმოებდით და ეხლა ჩავრთავთ. სათავე ნაგებობაზე საჰაეროები დაყენდა, მილებში რომ ჰაერი არ დაგროვდეს და ამიტომ არ იყო წყალი.“-აცხადებს გორის მერის წარმომოადგენელი qartli-ge-სტან საუბრისას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები