ახალი ამბები
გორის დეპუტატი უკრაინაში ,,ოქროს მანგუსტის" ჯილდოზე წარადგინეს
გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი თენგიზ ხუბულური სპორტული პრემიის ,,ოქროს მანგუსტის’’-ის ლაურეატია. პარლამენტარს ჯილდოს უკრაინაში, ქალაქ ოდესაში 7 სექტემბერს გადასცემენ.

საერთაშორისო სპორტული პრემია – „ოქროს მანგუსტი“ 2009 წლიდან არსებობს და არა ერთ ქართველს უკვე აქვს მიღებული. მათ შორის, ვარლამ ლიპარტელიანს, ავთანდილ ჭრიკიშვილსა და რობიზონ ბეგლარაშვილს.

თენგიზ ხუბულური ძიუდოში ევროპის ორგზის ჩემპიონია 1976 – 1977 წლებში, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი 1979 - 1981 წლებში, სსრკ ორგზის ჩემპიონი 1979 - 19 82 წლებში, 1976 წელს საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, 1979 წელს კი საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები