მეჯვრისხევში ჯგუფი ,,სახის“ კონცერტზე ბიოტუალეტები დაიდგმება - კონცერტის ხარჯები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ მეჯვრისხევში გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებიან. 19 ივნისს საღამოს 20 საათზე სოფლის ცენტრში პოპულარული ჯგუფი ,,სახე“ კონცერტს გამართავს. სასცენო მომსახურებისთვის 3000 ლარი გამოიყო, ხოლო, გორის მერიის კულტურის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონცერტის მიმდინარეობისას ბიოტუალეტები იმუშავებს. კომპანია ,,კი კი“-ს ამისთვის 814 ლარს მიიღებს. ჯგუფი ,,სახე“ 1998 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრებმა შარშან 20 წლის იუბილე ,,ბლექ სი არენაზე“ აღნიშნეს. ამჟამინდელი წევრები არიან: დათო ხუჯაძე, დათო ფორჩხიძე და ბორიკო შხიანი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები