ახალი ამბები
სტალინის ბაღში გაყიდული ლუდი ,,ძლიერ სასმელებში“ არ შედის - მერია
გორის მერიამ სტალინის სკვერში ორ კომპანიას მიწა სავაჭრო მიზნით მიაქირავა. 3-თვიანი ხელშეკრულების მიხედვით, თითოეული კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში 20-30 ათას ლარს შეიტანს. მიწის იჯარით გაცემისთვის უფლების მისაღებად გორის მერმა თხოვნით საკრებულოს მიმართა. საკრებულოს კომისიამ საკითხი დადებითად შეაფასა, ხოლო, სხდომაზე უმრავლესობამ კომისიის დასკვნა გაიზიარა.

სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია ორ სავაჭრი ადგილზე გარევაჭრობა დაუშვეს. საკრებულოს წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა კი, მერის წინადადებას მხარი არ დაუჭირა, რადგან ირმა ამბარდნიშვილის თქმით, სტალინის სკვერში განთავსებულ სავაჭრო ჯიხურებში ლუდი იყიდება, რაც საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ ლუდის რეალიზაციით ირღვევა კანონი. საჯარო სივრცეში ლუდის რეალიზაცია და დალევა აკრძალულია.

გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ სკვერში ,,ძლიერი სასმელები“ არ იყიდება. რაც შეეხება ლუდს, მერიაში აცხადებენ, რომ ლუდი ძლიერ სასმელებში არ შედის და, შესაბამისად, კანონი არ ირღვევა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები