ხაშურში მანქანის ჩხრეკისას ჰეროინი ამოიღეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული ა.მ. ხაშურში დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს მტკიცებით, სამართალდამცველებმა ა.მ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 7 აბი, აბის ნატეხები და ერთი შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები