ახალი ამბები
დათო ქაცარავას ატოციდან მავთულხლართები პარლამენტში მიაქვს
ანტისაოკუპახციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ მავთულხლართებს საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჩაიტანს.

როგორც qartli.ge-ს დათო ქაცარავამ განუცხადა, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ატოციდან დედაქალაქში უკვე მიემართება და თან მავთულხლარტები მიაქვს. „ამით ჩვენ გავაპროტესტებთ რუსი დეპუტატების ვიზიტს. სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის და სხდომა მიჰყავს. ეს უკვე მეტისმეტია. სწორედ ამას ვაპროტესტებს ჩვენი მოძრაობა. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა სასწრაფო დეპორტაცია მოხდეს გავრილოვის. მავთულხლართი მიმაქვს მისთვის საჩუქრად.“ - განაცხადა დავით ქაცარავამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე ჩამოვიდნენ. სხდომას სერგეი გავრილოვი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები