ახალი ამბები
მეუფე ანდრია გორში აბიტურიენტებს დალოცავს
აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავლენ, მეუფე ანდრია დალოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მიტროპოლიტის ეპარქია ავრცელებს.

ეპარქიის ცნობით, საგანგებო პარაკლისი კვირას გაიმართება.

,,კვირას, 23 ივნისს 12:00 სთ-ზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, აბიტურიენტებისათვის, გადაიხდის საგანგებო პარაკლისს და დალოცავს მათ." - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები