საკრებულოს დეპუტატი: გორის სოფლების თავზე რუსეთის ვერტმფრენი გამოჩნდა
რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის საკრებულოს დეპუატატმა ლია ჩლაჩიძემ განუცხადა. მისი თქმით, დაახლოებით 13:00 საათზე ვერტმფრენმა ჯერ სოფელ ერგნეთს გადაუფრინა, შემდეგ კი სოფელ დიცის მიმართულებით წავიდა.

,,მე ერგნეთში ვცხოვრობ. ჩვენსკენ ნიქოზის მხრიდან გამოფრინდა, შემდეგ დიცის მხარეს აიღო მიმართულება" - აცხადებს ლია ჩლაჩიძე.

Qartli.ge ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

„ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“, -გვითხრეს გომელაურის უწყებაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები