ველოსიპედით სამსახურში - ალექსანდრე კლადკინი უფლისციხიდან
ალექსანდრე კლადკინი სოფელ უფლისციხეში ცხოვრობს. ის პროფესიით ელექტროტექნიკოსია და სამსახურში ყოველდღე ველოსიპედით დადის. ამბობს, რომ სამუშაოს პირველივე დღიდანვე სამგზავროდ ველოსიპედს იყენებს.

გორის შპალსაჟღენთი ქარხნის ელექტრომექანიკოსად 9-წელია მუშაობს. მანამდე, სოფელ უფლისციხეში არსებულ ე.წ. ,,ენზეში" (საბჭოთა კავშირის ბალანსზე არსებულ სასაწყობო მეურნეობა) მუშაობდა. 90-იან წლებში საწარმომ მუშაობა შეწყვიტა. საშკა გლადკინმა იმ პერიოდში ტელევიზორების შეკეთება დაიწყო:

,,უფლისციხეში ვცხოვრობ 1979 წლიდან. მუშაობა, როგორც ინჟინერმა, უფლისციხის საწარმოში დავიწყე. ჩამოვედი ნოვოსიბირსკიდან. მომეწონა საქართველო და აქ დავრჩი. დავქორწინდი, შექვმენი ოჯახი და უკვე 7 შვილიშვილი მყავს. მყავს ორი შვილი" - ამბობს საშკა გლადკინი.

ამბობს, რომ სამსახურში სიარული თითქმის ყოველდღე უწევს. როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები