მეუფე ანდრია რუსი დეპუტატების ვიზიტს ეხმაურება
დღეს საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 26-ე სესიაზე რუსი დეპუტატები ჩამოვიდნენ. 

აღნიშნულ სხდომას სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„უპირველესად მსურს აღვნიშნო, რომ მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვა დიდი მოვლენაა საქართველოს საერთაშორისო სახისათვის, რადგანაც მასში მონაწილეობენ სხვადასხვა კონტინენტებისა და ქვეყნების პარლამენტთა მართლმადიდებელი წევრები. გუშინ, ასამბლეის სხდომის გახსნაზე მოვისმინეთ ბ-ნ ირაკლი კობახიძის წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ხაზგასმული იყო საქართველოს ოკუპაციის საკითხი.
ვიცით რა საქართველოს პარლამენტის წევრების და ხალხის დამოკიდებულება ქვეყნის ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენისადმი, მიმაჩნია, მიუხედვად იმისა, რომ ასამბლეაზე დაყენებული თემა, მართლმადიდებელთა ერთიანი ხმის არსებობა, ჩვენი ქვეყნისა და ადამიანებისათვის ყველა საჭირბოროტო საკითხზე დიალოგის გამართვა ძალზედ მნიშვნელოვანია. დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრისაგან სხდომის წაყვანა, რომელმაც მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევას, არის არასწორი.“- აღნიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრეამ.

იხ. ამავე თემაზე:
გორის მერი ტყუილში საკრებულოს თავმჯდომარემ ამხილა
დათო ქაცარავას ატოციდან მავთულხლართები პარლამენტში მიაქვს

"არა ოკუპანტთან თანამშრომლობას" - გორში აქციისთვის ემზადებიან
აქცია გორში - "არა ოკუპანტთან თანამშრომლობას"
Print

სტატიის გამოყენების პირობები