თბილისში აქციის დაშლისას 7 გორელი აქტივისტი დაშავდა
7 გორელს დასჭირდა სამედიცინო დახმარება რუსთაველის გამზირზე, 6 გაზის გაშვების დროს გახდა შეუძლოთ და 1 ს რეზინის ტყვიით დაშავდა. ამის შესახებ ქართლი.ჯის ნაციონალური მოძრაობის გორის ოფისში განაცხადეს.

,,ზაზა გორგაძე მუცლის არეში დაშავდა. ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა დაიჭრა რეზინის ტყვიით. ტყვიები მკერდთან და მუცლის არეში მოხვდა. გუშინვე დაუმუშავეს და შეუხვიეს" - აცხადებს პარტიის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე ბადრი ბასიშვილი.

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ტერიტორიის დატოვებისკენ.

რეგინფოს
ცნობით, დაშავბულია ასევე 10 ჟურნალისტი. პარლამენტის შენიბასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისის საღამოს დაიწყო. შეკრებილები აპროტესტებენ რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის დაკავებას. "ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რომ გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. მათივე განცხადებით, ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება რუსული დელეგაციის მიერ საქართველოს დატოვების თაობაზე.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და მოითხოვენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

პარლამენტში შესვლის მცდელობას წინ უძღოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განაცხადი, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მომიტინგეები პარლამენტს მშვიდობიანად დაიკავებენ.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ხოლო გახარიას თქმით "როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადადგება".
Print

სტატიის გამოყენების პირობები