დედაქალაქში 19 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე გორიდან აქტივისტები გაემგზავრებიან
დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას გორელები შეუერთდებიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ენმ-ს შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.

ბასიშვილის განცხადებით, ისინი აქციაზე წამსვლელთა მსურველებს ტრანსპორტით უზრუნველყოფენ. მიკროავტობუსები ენმ-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა. ბასიშვილი qartli.ge-სთან გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებსაც აფასებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

,,19:00 საათიდან დაიწყეს შეკრება მშვიდობიანმა მომიტინგეებმა. 22:00 საათისთვის ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლების წარმომადგებნლებთან მოლაპარაკება სცადეს, რადგან ეტყობოდა რომ ძალის გამოყენებას აპირებდა პოლიცია. 15 წუთით ადრე დაარღვია გახარიამ ეს შეთანხმება და დაიწყეს მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა. ათეულობით ადამიანი დაშავებული და დასახიჩრებული. ხელისუფლებამ რუსი ოკუპანტების გულის გასახარად დასაჯა თავისუფლებისათვის მებრძოლი მშვიდობიანი მომიტინგეები. ეს ბრძოლა გაგრძელდება და დასრულდება ჩვენი ქვეყნის გამაერჯვებით. ეს მოხდება ცხადია მშვიდობიანად."-აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

იხ. ამავე თემაზე:

თბილისში აქციის დაშლისას 7 გორელი აქტივისტი დაშავდა
Print

სტატიის გამოყენების პირობები