,,გაატარე ზაფხული საქართველოში" - სოციალურ ქსელში ახალ კამპანიას 100 000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს
მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო და რუს ტურისტულ კომპანიებს საქართველოში დაგეგმილი ტურების გაუქმება მოსთხოვა, სოციალურ ქსელში ახალი ჯგუფი შეიქმნა.
,,გაატარე ზაფხული საქართველოში" - ამ ჯგუფში მეორე დღეა უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა. ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან, რაც უკავშირდება ქვეყნის ტურისტული იმიჯის საფრთხის ქვეშ დაყენებას.
,,გვსურს მოგიწოდოთ დავიწყოთ აქტიური სოციალური კამპანია გაატარე ზაფხული საქართველოში / Spend your summer in Georgia. კამპანიის მიზანია, ხელი შევუწყოთ ქვეყნის პოპულარიზაციას, მოვიზიდოთ ტურისტები და დავანახოთ მსოფლიოს, ქვეყნის რეალური ტურისტული პოტენციალი. კამპანიის განმავლობაში აქტიურად გავაზიაროთ ქვეყნის საიმიჯო ვიდეო რგოლები და ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #Spend your summer in Georgia"" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კამპანიის ინიციატორთა ჯგუფი: მარიამ გუჯაბიძე; მარი ჯობავა; ნინი ნოღაშვილი; ქეთა გოლეთიანი; ნინი მჭედლიშვილი.
უკვე მეორე დღეა კამპანიას სხვადასხვა ქვეყნიდანად შეუერთდნენ. უცხოელი მოქალაქეები პოსტებს აქვეყნებენ და თანამოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებას ურჩევენ.
რუსი ტურისტების დიდ რაოდენობას,  2018 და 2019 წლის პირველ ნახევარში, გორის ტურიზმის ცენტრიც მონაცემებიც ადასტურებას. ტურიზმის განყოფილების უფროსი რობერტ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში შემოსული ვიზიტორების 55%-ი რუსულენოვანი ტურისტია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები