2020 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება
2020 წლის საპარლამენტო არცჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს "პართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მისი თქმით მოიხსნება პროცენტული ბარიერიც.
"საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი ფართომასშტაბიან ცვლილებებს ემსახურება. ნაცვლად 2024-ისა საქართველო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადავა, რათა ყველას მიეცეს საშუალება პარლამენტში მოხვედრის. ის იქნება გარანტია მრავალპარტიული პარლამენტისა. მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე დაიწყება კონსულტაციები ყველა პარტიასთან" - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი ქვეყნის პემიერ-მინისტრმაც გააკეთა. მამუკა პახტაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უპრეცედენტო უწოდა.
"უპრეცენდენტო გადაწყვეტილება გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რასაც გუნდი სრულად უჭერს მხარს "ქართული ოცნების" ინიციატივით კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ 2024 წელს ჩარადებოდა პროპორციული სისტემით არჩევნები, თუმცა ახლა ეს დაკორექტირდა. ამ გადაწყვეტილებით ოპოზიცია განვითარდება და მეტი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში.ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პროცენტული ზღვარის გარეშე მოხდეს შემდეგი არჩევნების ჩატარება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში."- ამბობს ბახტაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები