გორის ბაგა–ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება
2019-2020 სასწავლო–სააღმზრდელო წლისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბაგა–ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაცია 20 ივლისს დაიწყება. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციას გაივლის მხოლოდ ის ბავშვი, რომელიც დაბადებულია 2017 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ქალაქში მდებარე ბაგა–ბაღებისთვის იმუშავებს საპილოტე პროგრამა და რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად.

რეგისტრაციის წარმატებით გავლა არ ნიშნავს ავტომატურად ჩარიცხვას. რეგისტრაციის ვადების დასრულების შემდეგ, განიხილება თითოეული აპლიკაცია და მოხდება მშობლებთან დაკავშირება.

ვებგვერდზე რეგისტრაციის ფანჯარაში გადასვლის შემდეგ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეძლებთ ნახოთ რომელ ბაღში რამდენი ვაკანტურია ადგილია.

საჭირო საბუთბის ნუსხა ბაგა–ბაღში ჩარიცხვისთვის:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; (ფორმა 100 )
გ) ორი ფოტოსურათი (¾);
დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე; (რაიონის ბაღში დარეგისტრირების შემთხვევაში)
ვ) არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები