მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო შესაძლოა საკრებულოს დეპუტატი „თრიალეთში“ აღარ მიიწვიონ
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის კრიტიკის გამო, საკრებულოს წევრს ადგილობრივ ტელევიზიაში სავარაუდოდ აღარ მიიწვევენ.

ამის შესახებ ირმა ამბარდნიშვილს „თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ლელა ლობჟანიძემ საჯაროდ, სოციალურ ქსელში მას შემდეგ ამცნო, რაც დეპუტატმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ბადრი ნანეტაშვილის ალიანსს ფეისბუქ პოსტი მიუძღვნა.

ამბარდნიშვილის კრიტიკას ,,თრიალეთის“ წარმოამდგენელმა ასე უპასუხა: ,,დიახ, ამის შემდეგ საერთოდ არ გამიჩნდება სურვილი ,,თრიალეთის” ეკრანს გაეკარო, მაშინ როცა კვირაში სამჯერ გიწვეედით, თავად გმართებს მეტი თავშეკავება და სხვისი წარმატებით დაბოღმილი ისეთ რამეს ნუ დაწერ, რომ მერე თავადვე დაზარალდე.”-დაუწერა ლობჟანიძემ ამბარდნიშვილს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ,,თრიალეთის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და ჰკითხა, ძალაშია თუ არ ის გაფრთხილება, რომელიც მან საკრებულოს დეპუტატს საჯაროდ მისცა.

,,ის, რომ სურვილი მიჩნდება აღარ იყოს ,,თრიალეთის“ ეთერში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე მოხდება. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია ჩვენი ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკისადმი მისმა დამოკიდებულებამ. მანამდე არაერთი პოსტი შემხვდა, სადაც ქ-ნ ირმა აკრიტიკებს საინფორმაციო პოლიტიკას. თუ კვლავაც ასე გააგრძელა, ჩვენც ბუნებრივია შესაბამისი რეაქცია გვექნება. მინისტრის მოადგილედ ბადრი ნანეტაშვილის დანიშვნის შენმდეგაც ,,თრიალეთი“ იგივე პოლიტიკას გაატარებს.“-ამბობს ლელა ლობჟანიძე.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის კომენტარს ირმა ამბარდნიშვილი მუქარად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ „თრიალეთის“ წინააღმდეგ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში იჩივლოს.

,,გამწარდნენ იმიტომ, რომ 100 თამაშს თამაშობს ადამიანი და ჩემნაირ და სხვა ოპოზიციონერ რესპონდენტებს იყენებდნენ დასაშანტაჟებლად; რომ მიეღო დაფინანსება „ქართული ოცნებსგან“ და მიეღო ხელფასი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აკეთებდა და იყო მუდმივად გუბერნატორის მოადგილე. მაშინაც არაფერს აკეთებდა, მხოლოდ, ხელფასს იღებდა. ისიც არ იცის, რას აკეთებდა, რომ კითხო ვერ გიპასუხებს. ეხლა ასე გამოიყენა ოპოზიციური ფრთა და მიიღო შესაბამისი შედეგი. ამიტომ, მე, როგორც რესპონდეტს, სამართლიანი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. როდესაც ასეთ რაღაცას თამაშობ, ძალიან უხერხულია. როდესაც შენს რესპონდენტებს იყენებდი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, ახლა კი მათ ხელს უქნევ შენივე ტელევიზიის ჟურნალისტების მიერ.“- აცხადებს ირმა ამბარდნიშვილი qartli.ge-სათან საუბრისას.

ცნობისთვის, „თრიალეთის“ დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანსაწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ გასულ კვირას დაინიშნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები