სად შეიძლება დასვენება შიდა ქართლში
მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტი აუკრძალა, სოციალურ ქსელში ახალი ჯგუფი „გაატარე ზაფხული საქართველოში“ გაჩნდა. მოქალაქეები ერთმანეთს მოუწოდებენ, რომ სხვა ქვეყნების ნაცვლად, იმოგზაურონ საქართველოში.

იმის გასარკვევად, თუ სად შეიძლება დასვენება შიდა ქართლში, მონაცემები Qartli.ge-მ საქართველოს ტურისტული გზამკვლევიდან აიღო.

ამ რეგიონში მრავლად გვხვდება ისტორული, კულტურული და მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ძეგლები. აქ ნახავთ როგორც უძველესი კულტურის ნაშთებს, ასევე შუასაუკუნოვანი ხუროთმოძღვრებისა და მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვან ნიმუშებს. შიდა ქართლი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით, მინერალური წყლებითა და კურორტებითაც მდიდარია.

ალპური მდელოები თუ მწვანეში ჩაფლული ტბები და ჩანჩქერები შესანიშნავია ხეტიალისა და ბუნების სიმშვიდეში განტვირთვის მოყვარულთათვის.

კულტურული ძეგლები : უფლისციხე, ატენის სიონი, ყინწვისის მონასტერი, სამთავისის ტაძარი, წრომის ტაძარი, ქვათახევის მონასტერი, რუისის ღვთისმშობლის ტაძარი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, მაღალაანთ ეკლესია, ხოფის მონასტერი, გრაკლიანი გორა, ციხიაგორის ნამოსახლარი, მსხვილოს ციხე, გორის ციხე, სრუამის ციხე.

კურორტები: სურამი, ქვიშხეთი, ბიისი, ფელი, ხოვლე, რკონი, გარიყულა.

ბუნება: ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი, ძამას ხეობა, ატენის ხეობა, ბატეთის ტბა, ერწოს ტბა, ნადარბაზევის ტბა, დამჩქერას ჩანჩქერი, ბიისის ჩანჩქერი, ბიჯნისის ჩანჩქერი, ჯამჯამას მთა.









 

Print

სტატიის გამოყენების პირობები