დოესში მგელმა ვირები დაგლიჯა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მგელმა ორი ვირი დაგლიჯა. შემთხვევა გვიან ღამით, ზაზა გურგენიძის ფერმაში მოხდა. როგორც გურგენიძემ ქარტლი.გე-ს უთხრა, სახედრები შეჭმას ძაღლებმა გადაარჩინეს.

,,ღამით წვიმდა და, როგორც ჩანს, ამით ისარგებლა მგელმა. ძაღლებმა მხოლოდ ხმაურზე შენიშნეს და მაშინვე გაეკიდნენ. ადრეც შეგვინიშნავს მგელი. ტურებიც ბევრია" - ამბობს ზაზა გურგენიძე.

დოესში ამბობენ, რომ მგელი სოფელს ხშირად სტუმრობს და შინაურ ცხოველებს ანადგურებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები