გორში გოლიათი ბავშვი დაიბადა
გორში, ჯუმბერ გოგიაშვილის სახელობის კლინიკაში გოლიათი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ qartli.ge-ს კლინიკის ექიმმა, ნათია ქარდავამ განუცხადა.

„ბავშვი გაჩნდა საკეისრო კვეთის შედეგად. მისი წონა არის 4 კილო და 600 გრამი, ხოლო სიგრძე 52 სანტიმეტრია. დედაც კარგადაა და ბავშვიც.“-ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, გოლიათი ბავშვების კატეგორიაში ის ახალშობილები თვლებიან, რომელთა წონა 4 კილოგრამსა და 500 გრამს აჭრაბებს.

ახალშობილი ბიჭია, მას მშობლებმა, რომლებიც სოფელ კარალეთიდან არიან, ნიკოლოზი დაარქვეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები