ქარელის მერი: ,,თუ დამიმტკიცებთ, რომ ნათესავია, გავათავისუფლებ"
ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ ,,კეთილმოწყობის" ცენტრში დასაქმებული ზვიად იმერლიშვილი და ზვიად გულიაშვილი მისი ნათესავები არ არიან. რაც შეეხება ძმას, მისი თქმით, ძმა დიდი ხანია მუშაობს.

ამის შესახებ ქარელის მერი qartli.ge-ს მას შემდეგ ესაუბრა, როდესაც გამოქვეყნდა მასალა ,,ქარელის კეთილმოწყობისთვის ორი ორგანიზაცია მუშაობს". სტატიის მიხედვით, მერიამ ორი ორგანიზაცია, ერთი და იგივე, მიზნებით შექმნა.

,,კი, ბატონო, გიდასტურებთ, რომ ჯემალ გულიაშვილი ჩემი ძმაა, მაგრამ რაც შეეხება ხელმძღვანელს, ზვიად იმერლიშვილი არ არის ჩემი ნათესავი, არც ზვიად გულიაშვილი. თუ დამიმტკიცებთ, გავათავისუფლებ" - აცხადებს ზაზა გულიაშვილი.

ზვიად იმერლიშვილი ,,ქარელის კეთილმოწყობის ცენტრის" ხელმძღვანელია. ჩვენს კითხვაზე მან სატელეფონო საუბარი შეწყვიტა. 

იხ. ამავე თემაზე:

ქარელში ,,კეთილმოწყობის" სახელით ორი ორგანიზაციაა
Print

სტატიის გამოყენების პირობები