ხაშურის და ქარელის მაჟორიტარები ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტას მხარს დაუჭერენ

 

ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატები ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის იმუნიტიტეტის შეწყვეტას მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გიორგი თოთლაძემ და სიმონ ნოზაძემ თავად განუცხადეს.

„მთავარი მტკიცებულებები მოწმეთა ჩვენებებია და ის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც ასახავს იმას, რომ მელია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ძალისმიერი მეთოდებით შევიდნენ პარლამენტში.“- აცხადებს სიმონ ნოზაძე qartli.ge-სთან საუბრისას.

„კანონის წინაშე ყველა თანასწორია. იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა მისი ბრალეულობა, რა თმა უნდა მხარს დავუუჭერ იმუნიტეტის შეწყვეტას. დეპუტატის მანდატი არ ნიშნავს იმას, რომ არ დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ დანაშაულზე.“-გვითხრა თოთლაძემ.

Qartli.ge რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების მაჟორიტარებსაც დაუკავშირადა, თუმცა, ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.


პარლამენტის 2 კომიტეტის გაერთიანების სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა. საკითხი დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
პროკურატურა ნიკა მელიას ბრალს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში სდებს. გენერალური პროკურორის პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია, რომ მან შესძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართლადამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება. პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები