ლადო ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ფინალში გადავიდა
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში ოქროს მედლისთვის ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იბრძოლებს.

ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ქართველმა ჩემპიონმა ნახევარფინალური შეხვედრა მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქესთან, რუსების ჩეჩენ ფალავანთან, ახმეტ ჩაკაევთან გამართა და მეტოქეს დამაჯერებლად სძლია.

ხინჩეგაშვილმა გამოსვლა 1/4-ფინალიდან დაიწყო, სადაც მეტოქედ მოლდოველი ანდრეი პერპელიცა ჰყავდა. ფრედ 1:1 დასრულებული პირველი პერიოდის შემდეგ, ლადომ მეორეში კიდევ 3 ქულა მოიპოვა და 1/2-ფინალში გავიდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე 28 წლის ქართველი ფალავანი 27 ივნისს, ფინალში იასპარეზებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები