,,ლომჭაბუკთან" ახალ გზას ტურისტული პარკინგისთვის ამზადებენ
გორში, ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებული საავტომობილო გზა ჩაკეტეს. ამ მიზნით, შესასვლელში ბეტონის კონსტრუქციები დააყენეს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომობილები ორ ზოლში მოძრაობდა.

როგორც qartli.ge-ს გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გზის ჩაკეტვა ლომჭაბუკის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპს უკავშირდება.

ნათია მდინარიძის თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის აღნიშნულ ზოლში პარკინგი მოეწყობა, სადაც ტურისტების მიკროავტობუსები და სამარშუტო ტაქსები გაჩერდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები