გორის დემოკრატიის სკოლა მეშვიდე თაობის მსმენელებმა დაამთავრეს
გორის დემოკრატიის სკოლაში მეშვიდე თაობის კურსდამთავრებულები

მონაწილეებს ხუთთვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა თემებზე ლექციები და ტრენინგები უტარდებოდათ.

გორის დემოკრატიის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელის, ნინო ხითარიშვილის თქმით, გორში დემოკრატიის სკოლა 2012 წლიდან მუშაობს და შვიდი წლის მანძილზე უკვე დაახლოებით ორასამდე კურსდამთავრებული ჰყავს.

,,ჯგუფი შედგებოდა განსხვავებული გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე მონაწილეებისგან, რომლებიც იყვნენ საჯარო სექტორში, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, იყვნენ განათლების სფეროდან, ჟურნალისტები და სხვა სფეროს წარმოამდგენლები, რომლებიც გორში საქმიანობენ და იმედია, რომ ეს სკოლა და ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს მათ სამომავლო განვითარებას. გორში 2012 წლიდან დაიწყო დემოკრატიის სკოლა და შვიდი წლის მანძილზე უკვე დაახლოებით ორასამდე კურსდამთავრებული გვყავს,"- განაცხადა ნინო ხითარიშვილმა.

კურსდამთავრებულების თქმით, მიღებული ცოდნა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას სამომავლოდ აუცილებლად გამოიყენებენ.

,,მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პიროვნული განვითარებისთვის. აქ მიღებული ინფორმაცია, სხვადასხვა ტიპის ლექცია-სემინარები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩემს სამომავლო აქტივობებში ჩართვას"" - ამბობს სკოლის კურსდამთავრებული, ლელა მაზმიშვილი.

ანა კოტეტიშვილის თქმით კი, დემოკრატიულმა სკოლამ მონაწილეებში ძალიან დიდი შრომა ჩადო და ეს მიღებული ცოდნა არ დაიკარგება.

,,ჩვენთვის ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება იქნა მიღებული და გაზიარებული. ძალიან დიდი შრომა ჩადო გორის დემოკრატიულმა სკოლამ ჩვენში. მივიღეთ ყველა ის პარაქტიკული რჩევები, დარიგებები, რასაც ჩვენ სამომავლოდ ცხოვრებაში გამოვიყენებთ და ეს მიღებული ცოდნა არ დაიკარგება" - ამბობს ანა კოტეტიშვილი, რომელმაც დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები