ტურიზმის ადმინისტრაცია საზღვარზე საფერავს აღარ დაარიგებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს საზღვარზე ღვინოს აღარ დაარიგებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ 26 ივნისს მიიღო.

25 ივნისით დათარიღებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ღვინოები ლარსის გამშვებ პუნქტზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დარიგებულიყო. საუბარია 500 000 ბოთლ საფერავზე.

,,ადმინისტრაციამ შეაფასა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასევე, ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში შემოსული/გასული ტურისტული ნაკადების რაოდენობა და კამპანიისთვის გეგმავს 300,000 ბოთლი 0,187 მ.ლ. და 200,000 ბოთლი 0,375 მ.ლ. წითელი ღვინის (საფერავი) შესყიდვას, სავარაუდო ღირებულებით 1, 630,000 (მილონ ექვსაოცდაათი ათასი) ლარი." - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინიტრაცია განმარტავს, რომ ეს აქცია, ხელს შეუწყობდა ღვინისა და სტუმართმოყვარეობის კულტურის ცნობადობის გაზრდას ასევე, კამპანიის ძირითადი გზავნილი იქნებოდა, რომ ქვეყანა გამოხატავს კეთილგანწყობას საერთაშორისო ვიზიტორების მიმართ, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება მათ განწყობაზე და სურვილს აღუძრავდა კვლავ დაეგეგმათ საქართველოში ვიზიტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები