ლადო ხინჩეგაშვილი 2019 წლის ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 2019 წლის ევროპულ თამაშებზე ვიცე-ჩემპიონი გახდა. ფინალში აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევთან დამარცხდა. ისინი ერთმანეთს 65 კგ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ.

ალიევისა და ხინჩეგაშვილის ორთაბრძოლა 27 ივნისს 10:2 დასრულდა.

ხინჩეგაშვილი და ალიევი ერთმანეთს ჯერ კიდევ 2016 წელს, რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე დაუპირისპირდნენ. მეოთხედფინალში ალიევი 5:3 დამარცხდა. ხინჩეგაშვილი კი, შემდეგ ოქროს მედლის მფლობელი გახდა. იმ წელს ისინი 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდნენ.

შემდგე, ხინჩეგაშვილი და ალიევი 61 წონით კატეგორიაშიც შეხვდნენ ერთმანეთს. მეორე შეხვედრაზეც აზერბაიჯანელი მოჭიდავე დამარცხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები