გორთან ავტობანზე ავტობუსს ავარია შეემთხვა
სამგზავრო ავტობუსი ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფოს თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარია თბილისი-სენაკი ლესელიძის ავტომაგისტრალზე გორთან მოხდა. სამგზავრო ავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ ხიდზე არსებულ ,,იამას" წყალობით ბორბალი დაზიანდა:

,,ხიდის გადაბმის ადგილზე იამა იყო. იქ ჩავარტყი თვალი და დაზიანდა. ამის შემდეგ მოხდა ავარია" - აცხადებს მძღოლი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები