ავტობანზე მანქანა ამოტრიალდა - ერთ-ერთ მიზეზად გზაზე დაგუბებული წყლები სახელდება
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღეს მგზავრებმა.

ავარია სოფელ შავშვებთან მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარია ცუდმა ხილვადობამ და მთავარ მაგისტრალზე დაგუბებულმა წყლებმა გამოიწვია.

მოკვლევას საპატრულო პოლიცია აწარმოებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები