ახალი ამბები
ქარელის ცენტრალურ სკვერში კვების ობიექტის გახსნა ჩინოვნიკების ახლობლებს სურთ
ქარელში 60-ბინიანი კორპუსის მცხოვრებლები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ცენტრალურ სკვერში მერია მიწის გაქირავებას აპირებს. ამის თაობაზე 27 ივნისს საღამოს საკრებულოს აპარატს სოციალური ქსელით მიმართეს.

მოსახლეობის მიერ შეგროვებული ხელმოწერებით ცნობილი ხდება, რომ მიწის ფართის გაცემა კორპუსის მცხოვრებლებთან შეუთანხმებლად მოხდა.

საღამოს 17 საათზე დარეგისტირებული განცხადება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საკრებულოს აპარატს და ადმინისტრაციას საკითხის განხილვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ. მიწის ფართის გაქირავების შესახებ გადაწყვეტილება 28 ივნისს დილის 10 საათზე უნდა მიეღოთ.

რა ხდება ქალაქ ქარელში არსებული ერთადერთი, შედარებით მოზრდილი სკვერის ირგვლივ, ამის გარკვევას qartli.ge მუნიციპალიტეტში შეეცადა.

ქარელის მერი აღიარებს, რომ კვების ობიექტის აშენება იმ ადამიანებს სურთ, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე და პოზიციებზე მყოფი პირების ოჯახის წევრები არიან.



Print

სტატიის გამოყენების პირობები