ჩანგილარის მოსახლეობას ავტობანთან დამაკავშირებელი გზა ჩაუკეტეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანგილართან მისასვლელი გზა ბორდიურებით ჩაკეტეს. ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტობანთან საპროტესტო აქცია გამართა.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათთვის უმჯობესია გზის აღნიშნული მონაკვეთი ბორდიურებისგან გაათავისუფლონ.

სოფლის წარმომადგენელი, კობა ჩიტიშვილი აცხადებს, რომ ჩანგილარის მოსახლეობას სოფლამდე მისვლა სხვა გზით შეუძლიათ:

,,ავტობანიდან ჩანგილარის მოსახლეობას მისვლა შეუძლიათ სოფელ ფერმიდან. ის გზა გახსნილია. ავტობანი არ გადაკეტილა, მათ თავიანთი პროტესტი გამოხატეს, თუმცა გადაადგილებაში შეზღუდულები არ არიან. სოფელ ფერმიდან შეუძლიათ მისვლა" - აცხადებს კობა ჩიტიშვილი.

ჩანგილარიდან ავტობანზე ასასლელი გზა საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით ჩაკეტეს. საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავარ მაგისტრალზე ,,სტიქიური" ასასვლელები საგზაო მოძრაობას აფერხებს. ამასთანავე, ფერმასა და ჩანგილარის სიახლოვეს ცოცხალ ცხვარსა და ხორცს ყიდიან.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები