გიორგი შეშაბერიძის მამალოები წარწერით ,,STOP RUSSIA" ქართული პროდუქტის ფორუმზე იყიდება
ორი დღეა ,,თბილისი მოლში" მიმდინარეობს აქცია ,,ქართულ დღეები", სადაც გასაყიდად ქართული პროდუქციაა გამოტანილი.

აქცია-გაყიდვაში გორელი გიორგი შეშაბერიძე, საკუთარი ხელით დამზადებული მამალოებით, მონაწილეობს. მამალოებს აწერია - ,,STOP RUSSIA".

,,რაც მთავარია, ყველა ტურისტი მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას წარმოდგენილ პროდუქციაზე" - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება ინტერნეტიდან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.

11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო.





Print

სტატიის გამოყენების პირობები